რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის 37 რეგიონში ჩატარებული რეიდების დროს უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების ("М.К.У.) 106 მომხრე დააკავეს. ორი მათგანი, ეფ-ეს-ბეს თანახმად, ეჭვმიტანილია საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმის მზადებაში.
რუსეთის სპეცსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, დაჯგუფების დამფუძნებელია 2000 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, იგი უკრაინის უშიშროების საფარქვეშ მოქმედებს.
მანამდე რუსულენოვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ უკვე წერდა "М.К.У.-ის დამაარსებელ ეგორ კრასნოვზე, მაგრამ მისი კავშირი რომელიმე სპეცსამსახურთან არ არის დადასტურებული, თავად იგი აცხადებს, რომ მოძრაობის სხვადასხვა უჯრედებს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. 2020 წლიდან კრასნოვი უკრაინის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორ „დნეპროვსკი ცენტრალში“ იხდის სასჯელს.
უკრაინის უშიშროების სამსახურში სიცრუე უწოდეს რუსეთის მტკიცებას, თითქოს ნეონაცისტური დაჯგუფება М.К.У. უკრაინის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედებდეს.