ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და თავი მოიკლა

ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

კაცმა მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჩაიდინა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულებს ჭრილობა ყელის არეში აქვთ მიყენებული. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს -ს ცნობით, შემთხვევისას ბინაში სხვა არავინ იმყოფებოდა.
უწყებისვე ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და მე-11 პრიმა მუხლებით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით.

ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.