სოფელ ცურტავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ახალგაზრდა ქალის საქმეზე, რომელიც ბოლნისის სოფელ ცურტავში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.