ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ შედეგები ცნობილია. გამარჯვებულები გახდნენ:
- წლის საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“(სულაკაურის გამომცემლობა);
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი);
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა);
- წლის საუკეთესო პიესა: პაატა ციკოლია, „მედეა s01e06“ (saba.com.ge);
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ნანა აბულაძე რომანი: „აკუმი“ (ინტელექტი); ირინა ტაბაღუა პოეტური კრებული: „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი);
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა); ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! (ლოგოსი);
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L);
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი: ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი); გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ (სულაკაურის გამომცემლობა);
პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო პოეტმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა.
წელს ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. ჯილდო ნომინაციაში, „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, მიიღეს ბიძინა მაყაშვილმა რომანისთვის „ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის „ბუნკერი“ (ინტელექტი).
პრემია „საბას“ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროზაიკოსი ბესო სოლომონაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, პროზაიკოსი ნესტან-ნენე-კვინიკაძე.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან "თიბისი" და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.