გორის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გორი

ორ საათზე მეტია გორის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გათიშულია ჭავჭავაძის, სტალინის, ძმები რომელაშვილების, სუხიშვილის, ერისთავის და სააკაძის ქუჩების ნაწილი.

დაზიანებულია ელექტროგამანაწილებელი, რომლის შეკეთებაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

ელექტროენერგია დაახლოებით 19:00 საათზე გაითიშა და ამ დრომდე მოსახლეობის დიდი ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი.