ბერძნული მედიის ცნობით ათენში ქართველი მამაკაცი მოკლეს

რამდენიმე ბერძნული ონლაინ გამოცემა ავრცელებს ცნობას, რომ პირველ იანვარს, ათენში, საკუთარ სახლთან, 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს.

მედიის ცნობით, მამაკაცი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა შინ, რა დროსაც უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო უშიშროების სამსახურიც.

როგორც გამოცემები წერენ, სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ დამნაშავეს. მიმდინარეობს გამოძიება.