კომბოსტო, წყალი, დენი - კიდევ რა გაძვირდა 2021 წელს საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასი 264 დასახელების პროდუქტზე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 13,9 პროცენტია.

ასევე ნახეთ ბოლო ერთ წელში პროდუქტზე ფასები 13,9 პროცენტით გაიზარდა

გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი.

ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კომბოსტო - 199,16%;
  • წყლის გადასახდელი - 77,37%;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 76,59%;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - 65,64%;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი -58,09%;
  • ქლიავი - 51,46%;
  • ლურსმანი - 49,15%;
  • თერმომეტრი - 47,54%;
  • ბენზინი - 39,89%;
  • კვერცხი - 37,57%;
  • ელექტრო ყავადანი - 36,42%;
  • მზესუმზირის ზეთი - 36,09%;
  • დიზელის საწვავი - 34,68%;
  • ბადრიჯანი - 34,45%;
  • ჭარხალი - 33,64%;
  • შაქარი - 33,37%;
  • შპრიცი - 33,03%;
  • კარტოფილი - 32,86%;
  • მარგარინი - 32,81%;
  • ჭიქა - 28,95%.

საქსტატის მონაცემებით, უცვლელი დარჩა 10 სახის მომსახურების ღირებულება: საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა; შორი მიმოსვლის მატარებლით მგზავრობა; მეტროპოლიტენით მგზავრობა; საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი; ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი; მობილური ტელეფონის გადასახდელი; ინტერნეტის გადასახდელი; საკაბელო ტელევიზიის გადასახდელი; უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი; სანოტარო გადასახდელი.

ასევე ნახეთ ვის გაუძვირდება და ვის გაუიაფდება მგზავრობა 1 თებერვლიდან

ბოლო ერთ წელში გაიაფდა 31 დასახელების მომსახურება თუ პროდუქტი. მათ შორის ყველაზე მეტად:

  • თვითმფრინავით მგზავრობა - 21,82%;
  • ლიმონი - 17,42%;
  • კაცის შარვალი - 17,29%;
  • ქალის ქვედაკაბა - 15,59%;
  • ხახვი - 15,38%.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში მაღალი ინფლაცია იქნება 2022 წლის იანვარშიც. მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულმა ბანკმა 100 ათასზე მეტ ადამიანს სესხის პროცენტი, მხოლოდ ბოლო ერთ წელში, 2,5 პროცენტით გაუძვირა.