ერევანმა და ანკარამ გადაწყვიტეს განაგრძონ მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

რუბენ რუბინიანი და სერდარ კილიჩი

მოსკოვში დასრულდა სომხეთის და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხებოდა. მოლაპარაკების პირველ რაუნდში სომხეთს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუბენ რუბინიანი, თურქეთს აშშ-ი ქვეყნის ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი, წარმოადგენდნენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველი შეხვედრის დროს, რომელიც კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა, სპეციალურმა წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სომხეთ-თურქეთის დიალოგის საშუალებით პროცესის ნორმალიზებაზე და შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

მეორე შეხვედრის დრო და ადდგილი თავის დროზე დიპლომატიური არხებით გაირკევევა.

სომხეთსა და თურქეთს შორის კავშირები ისტორიულადაა რთული, თუმცა რეგიონში დინამიკა კიდევ შეიცვალა 2020 წელს, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ექვსკვირიანი ომი მოხდა მთიანი ყარაბაღის გარშემო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 13 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთმა დაიწყო "სომხეთთან კავშირების ნორმალიზების პროცესი".