საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 32 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 29 711ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3 656 შემთხვევა. 3 066-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა.
17 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 12.31 %,;
- ბოლო 7 დღის - 9.69%;
- ბოლო 14 დღის - 9.64%.