ირანის პრეზიდენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან ნატოს დაშლა უწინასწარმეტყველა

ვლადიმირ პუტინი და ებრჰიმ რაისი

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ირანის პრეზიდენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ი და დაშლა უწინასწარმეტყველა ნატოს, რომელიც, ებრაჰიმ რაისის თქმით, სხვადასხვა მიზეზებით იჭრება სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, და „დამოუკიდებელ დემოკრატიებს“ და „ხალხთა ტრადიციებს“ უპირისპირდება.


ამასთან ირანთან და სირიასთან თანამშრომლობის გამო. ირანის პრეზიდენტმა ქების სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლამდე ირანის პრეზიდენტს მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა, კრემლში უმასპინძლა.

ასევე ნახეთ

რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე 


რაისიმ, კონსერვატორმა სასულიერო პირმა, რომელიც გასულ წელს აირჩიეს, განაცხადა, რომ მან წარუდგინა მოსკოვს პროექტები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შემდგომი ორი ათწლეულისთვის.

რაისიმ განაცხადა, რომ ირანისთვის "რუსეთთან კავშირების გაფართოების შესაძლებლობა უსაზღვროა“. ებრაჰიმ რაისი მოსკოვში ჩავიდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფონზე, რომლებიც მიმართულია ვენის ბირთვული შეთანხმების განახლებისკენ თეირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის.