საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე თამაში მოიგო ევროპის ჩემპიონატზე

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით D ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში ჩაატარა და ისევ მოიგო.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი წააგო და შესვენების შემდეგ, თალესისა და ბრუნო პეტრის გოლებით შეატრიალა ანგარიში.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით D ჯგუფის ლიდერია და თითქმის განაღდებული აქვს მეოთხედფინალის საგზური.

თუ დღეს ესპანეთი აზერბაიჯანთან არ წააგებს, ქართველი ფუტსალელები უკვე ოფიციალურად დაძლევენ ჯგუფურ ეტაპს. მესამე ტურში კი, 29 იანვარს, სწორედ ესპანეთს დაუპირისპირდებიან.