საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. 5 947-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 69 190 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 265 შემთხვევა. ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის ვარიანტი "ომიკრონი".

ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 24,95%;
  • ბოლო 7 დღის - 23,24%;
  • ბოლო 14 დღის - 20,01%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 162 773 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 945 ადამიანი.