2021 წლის ბოლოს უმუშევრობამ ინგუშეთში შეადგინა 30%, რაც სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელია რუსეთის რეგიონებს შორის და 7-ჯერ აღემატება რუსეთში უმუშევრობის საშუალო დონეს. ამ სიაში მეორე და მესამე ადგილებს ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაციის სუბიექტები - დაღესტანი (13,8%) და ჩრდილოეთ ოსეთი (12%) იკავებენ. რაც შეეხება ჩეჩნეთს, იგი 11%-ით უმუშევრობის მხრივ მეხუთე ადგილზეა.
ასეთი მონაცემები სახელმწიფო უწყება „როსსტატის“ მიერ 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგს ეფუძნება.
რაც შეეხება რუსეთის რეგიონებს, აქაც უმუშევრობის მხრივ 11%-ით ლიდერობს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი.
შედარებისათვის, შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში უმუშევარია მოსახლეობის 5,4%, ხოლო სამხრეთის ოლქში - 4,8%. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში გამონაკლისია სევასტოპოლი მხარე, სადაც უმუშევრობა ყველაზე უფრო დაბალი, 4,8%-ია.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიის ხუთივე რესპუბლიკა შედის რუსეთის ყველაზე უარეს რეგიონთა შორის, სადაც ადამიანების შრომის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ ანაზღაურებაზე უფრო დაბალია.