“ყოველი ადამიანი მისი მისწრაფებებით იზომება”

ავტორი: ანანო სიყმაშვილი

რა არის წარმატება?ალბათ ერთი კონკრეტული პასუხის მოძებნა რთულია,რადგან ინდივიდუალური გაგება აქვს.

ზოგადად,ცხოვრების დიდ გზაზე ყველა გარკვეულ მიზანს ისახავს,რომელსაც უნდა მიაღწიოს.ამისთვის კი მოქმედება და მაქსიმუმის კეთება აუცილებელია.რა თქმა უნდა,მიზნები და მისკენ სწრაფვის გზები განსხვავებულია.ყველას თავისი ცხოვრებისეული კრედო აქვს,რისი მეშვეობითაც იბრძვის დასახული მიზნის მიღწევისთვის.მათი პრიორიტეტები განსხვავდება.იყოფიან ორ კატეგორიად,პირველი,რომლისთვისაც ნებისმიერი გზა მისაღებია იმისთვის,რომ მიზანს მიაღწიოს და მეორე კატეგორია,რომლისთვისაც არსებობს გარკვეული ზნეობრივი ჩარჩოები რომლებსაც არ გადააბიჯებს.

პირველი კატეგორიის ადამიანებისთვის ზნეობა და სიკეთე მხოლოდ მარცხისა და სისუსტის გამომხატველია .მათთვის ცხოვრება უპირატესობისთვის ბრძოლაა.ცხოვრებაში რომელიც ჭადრაკის თამაშს ჰგავს არ სურთ დაჩაგრულისა და დამარცხებულის როლში ყოფნა ამიტომ მგლური კანონებით ბრძოლას ანიჭებენ უპირატესობას.

ცხოვრება შეჯიბრიაა.სირთულეებით არის სავსე მაგრამ ჯანსაღი კონკურენციით,მუდმივი მცდელობითა და ზნეობრივი საკითხების გათვალისწინებითაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა და საკუთარი მოლოდინების დაფასებად გადაქცევა.ვფიქორბ,რომ საკუთარი თავისგან მოლოდინის მომენტი პროგრესში გეხმარება.როგორც უკვე აღვნიშნე ცხოვრება შეჯიბრია,თუ გინდა რომ ამ შეჯიბრში შენ იყო წარმატებული პიროვნება, უპირველეს ყოვლისა ,საკუთარი თავის წარსულ ვერსიას უნდა გაეჯიბრო,ამით გაიაზრებ ვინ იყავი,როგორ შეიცვალე,ამ შეცდომით რა ისწავლე.ეს კი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ამრიგად,უნდა გავითვალისწინოთ ვინ გვინდა რომ ვიყოთ ადამიანი,რომელსაც უბრალოდ სხვები აღიარებენ, თუ ვიყოთ რეალურად წარმატებული პიროვნება თავმდაბალი და ახალ გამოწვევებზე ორინეტირებული.