კონფლიქტის შესახებ შიშის ფონზე, Lufthansa შეწყვეტს რეისებს კიევსა და ოდესაში

გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa 19 თებერვალს აცხადებს, რომ 21 თებერვლიდან წყვეტს რეისებს უკრაინის ქალაქების, კიევის და ოდესის მიმართულებით, ორივე მხარეს - იმ ფონზე, როცა იზრდება შიში, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

კომპანია, რომელიც ფლობს Eurowings-ს, Swiss-ს, Brussels-ს და Austrian Airlines-ს, აცხადებს, რომ მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას რეისების აღდგენის თაობაზე.

Lufthansa გააგრძელებს რეისებს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც რამდენიმე ქვეყანამ საელჩოები გადაიტანა - ამბობს კომპანიის პრესმდივანი.

Lufthansa-მდე უკრაინაში ფრენა შეწყვიტა ევროპის რამდენიმე სხვა ავიაკომპანიამ.