საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ წერია უწყების მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე: არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.