კიევში 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი

6 თებერვლის დილის 6 საათის მონაცემებით, კიევში 35 ადამიანი იყო დაშავებული, მათ შორის - 2 ბავშვი, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით: „ღამე რთული იყო, მაგრამ დედაქალაქში რუსი ჯარისკაცები არ არიან. მტერი ქალაქში შემოჭრას ცდილობს, განსაკუთრებით გოსტომელსა და ჟიტომირში. იქ აგრესორის ნეიტრალიზება მოვახდინეთ“.

ვიტალი კლიჩკომ ასევე კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კიევში მოქმედებს რამდენიმე სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ეწევა.