რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადეს ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და "დისნეიმ"

უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ. მან ურთიერთობები შეაჩერა საქმიან პარტნიორებთან რუსეთში. შეჩერებულია რუსულენოვანი სოციალური ქსელების და საიტის მუშაობაც.

ჰოკეის ეროვნული ლიგა წყვეტს ნებისმიერი მომავალი ტურნირის ჩატარების ადგილად რუსეთის განხილვასაც.

ასევე ნახეთ ფიფამ და უეფამ რუსეთი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეს
ასევე ნახეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „VTB ბანკთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ასევე ნახეთ რუსეთი საკალათბურთო ელიტასაც ჩამოაშორეს

"უკრაინაში შეჭრის და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის" გამო, რუსეთში ახალი ფილმების ჩვენებაზე უარი თქვა ამერიკულმა კომპანია „უოლტ დისნეი“-მ. მისი განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთში ახალი "ბეტმენის" ჩვენებაზე უარი თქვა კომპანია Warner Bros.-მა.