სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება - იუწყება BBC-ის რუსულენოვანი სამსახური.
"უკრაინაში არსებული ვითარების პირველადი ანალიზის შემდეგ, ჩემმა ოფისმა საკმარისი საფუძველი დაინახა ვარაუდისთვის, რომ იქ შესაძლოა ჩადენილია ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები. უკვე გამოვლენილია და გამოძიებას საფუძვლად დაედება კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც, პოტენციურად, შეიძლება ასეთად ჩაითვალოს", - წერს ხანი.
ICC-ის მთავარმა პროკურორმა 28 თებერვალს გამოაცხადა, რომ აპირებდა მოსამართლეთა ნებართვის მიღებას უკრაინაში არსებული ვითარების გამოძიებისთვის. მაგრამ 2 მარტს ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით მიმართა 38-მა სახელმწიფომ, რამაც პროკურორს შესაძლებლობა მისცა პირდაპირ გადავიდეს გამოძიებაზე, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე.
მიმართვას 38 სახელმწიფო უერთდება, მათ შორისაა საქართველოც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა - იუწყება მიმართვის ინიციატორი, ბრიტანეთის ხელისუფლება.