რუსეთი Apple-ს ჯარიმით ემუქრება "ფაშიზმის სამინისტროს" გამო

რუსეთის ფედერალური უწყება „როსკომნადზორი“ მასშტაბური ჯარიმით დაემუქრა ამერიკულ კორპორაცია Apple-ს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, კარტოგრაფიულ სერვისზე, Apple Maps-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელი შეუცვალა „ფაშიზმის სამინისტროთი“.

რუსული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ რუსულ პორტალ РБК-ზე დაყრდნობით წერს, რომ „როსკომნადზორი“ Apple-ს ბრალს სდებს „ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციის დაცვის კანონის“ დარღვევაში. კერძოდ, „საზოგადოების, სახელმწიფოს და სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების შეურაცხყოფაში"

„როსკომნადზორის“ თანახმად, თუ Apple-ი ამ სახელწოდებას არ შეცვლის, რუსეთში მისი წლიური ბრუნვის დაახლოებით 1/20-ით დააჯარიმებენ. ამასთან, Apple-მა, სხვა არაერთი კომპანიის მსგავსად, რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემდეგ.

ასევე ნახეთ კომპანიები, რომლებმიც წყვეტენ რუსეთში საქმიანობას და ვაჭრობას სანქციების გამო