უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი ლეილა იბრაგიმოვა გაიტაცეს

შეიარაღებული რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს დეპუტატის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში შეიჭრნენ და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი ესკენდერ ბარიევი თავის Facebook-ში წერს.

"დღეს (10 მარტი-რედ.), მელიტოპოლში, დილის 6 საათზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს მოადგილის, ადგილობრივი ყირიმელი თათრების წარმომადგენლის, მელიტოპოლის მუზეუმის დირექტორის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - წერს ესკენდერ ბარიევი, რომლის თქმით, დეპუტატის სახლი გაჩხრიკეს და ტელეფონები ამოიღეს.

ასევე ნახეთ

რუსეთი აცხადებს, რომ დაიკავა ქალაქი მელიტოპოლი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 თებერვალს გაავრცელა განცხადება ქალაქ მელიტოპოლზე კონტროლის დამყარების შესახებ. ქალაქი მელიტოპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს. უკრაინას ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.