რუსეთის ატომური სააგენტო, როსატომი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურებს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ - ამ ცნობას, რია ნოვოსტიზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
როსატომის თანახმად, ამჟამად გაუქმებულ ჩერნობილის ელექტროსადგურზე - სადაც, 1986 წელს ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა - აღდგენის პროცესშია ელექტროენერგიის მიწოდება, და მის აღდგენაში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.
როსატომი აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს სადგურების უსაფრთხოებას, და ისინი ტარდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან კოორდინაციით.
ასევე ნახეთ
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს