ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) პასუხისმგებლობა იკისრა სარაკეტო თავდასხმაზე, რომლის სამიზნე იყო ჩრდილოეთ ერაყის ქალაქი ირბილი.
13 მარტს, გამთენიისას, ირბილს თორმეტამდე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, თავდასხმის სამიზნე იყო აშშ-ის საკონსულოს ახალი შენობა და მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაიჭრა ერთი სამოქალაქო პირი და დაზიანდა შენობები.
ასევე ნახეთ
რაკეტები ესროლეს აშშ-ის საკონსულოს ჩრდილოეთ ერაყში, პირველადი ცნობებით მსხვერპლი არ არისირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც პასუხისმგებლობას კისრულობს ირბილში ისრაელის "სტრატეგიულ ცენტრებზე" მიტანილ სარაკეტო იერიშზე - იუწყება ირანის მედია. "ისრაელის მხრიდან ნებისმიერ განმეორებით თავდასხმებს გაეცემა მკაცრი, გადამწყვეტი და დამანგრეველი პასუხი", - წერს IRGC.
თავდასხმას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ისრაელის იერიში დამასკთან, სირიაში, რასაც ირანის რევოლუციის გუშაგთა ორი წევრი ემსხვერპლა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს თავდასხმა დაგმო და შურისძიების დაპირებით გამოვიდა.