კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრის დირექტორობიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლების გამო კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელსაც ამ დროისთვის 130-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
„კულტურის სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მტკივნეული პროცესების მიუხედავად, სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის გაგა ჩხეიძის ვადამდელი გათავისუფლება მინისტრ თეა წულუკიანის მიერ", - ნათქვამია წერილში.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეროვნული კინოცენტრი წლების განმავლობაში დამოუკიდებლად განსაზღვრავს ქვეყნის კინოპოლიტიკას. მათი შეფასებით, მცირე დაფინანსების პირობებშიც კი, ქართულმა კინომ სწორედ კინოცენტრის ძალისხმევით შეძლო თავის დამკვიდრება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო სივრცეში საინტერესო, მნიშვნელოვანი და წარმატებული ფილმებისა და პროექტების შექმნა.
„დღეს კინოცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებიდან ხელს უწყობს სახელოვნებო სივრცის განვითარებასა და პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად აფინანსებს არა მარტო ფილმებს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გამოცემებს, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
დამოუკიდებელი, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად შემდგარი კომისიები სუბსიდირებისთვის არჩევენ ისეთ პროექტებს, რომლებიც განსხვავდებიან როგორც თემატურად, ასევე ასახავენ სხვადასხვა სოციალურ ძვრებს და რეაგირებას ახდენდნენ მნიშვნელოვან პროცესებზე.
ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ვადამდე გათავისუფლების მიზეზი, რომელსაც ხელშეკრულებით ვადა 2022 წლის აპრილში გასდიოდა, ასევე მისი ცილისწამება და სექტორის შანტაჟი პროკურატურის ხსენებით, აუდიტის იმ დასკვნაზე დაფუძნებით, რომლის საბოლოო ვერსიაც ჯერ არავის უნახავს. სამწუხაროდ, ეს დაუსაბუთებელი ბრძანება ხელს უშლის კონსტრუქციული კრიტიკის ჯანსაღ პროცესს პროფესიონალებს შორის, გვაფერხებს, რომ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვან სფეროს და ვუპასუხოთ მის რეალურ საჭიროებებს. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და უპირატესობის მინიჭებით მიიღება, რთული იქნება კონსტრუქციულობის შენარჩუნება, რადგან ჩვენი, როგორც პროფესიონალების ყურადღება არასწორი მიმართულებით იფანტება და იხარჯება, ისევე როგორც კინოცენტრის თანამშრომლების და დირექტორის დრო დაიხარჯა 2021 წლის 22 აპრილს კინოცენტრში სამინისტროს აუდიტის შემოსვლის შემდეგ, რომლის პირველადმა დასკვნამ ხელმოსაჭიდი დარღვევები ვერ გამოავლინა", - ვკითხულობთ წერილში.
ხელმომწერები ახალ დირექტორზე ამახვილებენ ყურადღებას. „დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კულტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს სურს დამოუკიდებელი ინსტიტუციის დამორჩილება, გაკონტროლება და მისი სისტემური მოშლა, ერთგვარი ცენზურის დაწესება ჩვენს პროექტებზე, ფილმებსა და იდეებზე", - აცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობიდან გაათავისუფლასაქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და ამოქმედდა 2001 წლის აპრილში.
- ანნა ძიაპშიპა - საქდოკ ფილმი;
- სალომე ჯაში - საქდოკ ფილმი;
- ელენე მარგველაშვილი - პარაშუტ ფილმს;
- Თეკლა მაჭავარიანი- ნუში ფილმი;
- ნუცა წიქარიძე - რეჟისორი, სცენარისტი;
- გიორგი რაზმაძე - კინომცოდნე;
- ნუცა ალექსი-მესხიშვილი - რეჟისორი;
- მარგო ზუბაშვილი - რეჟისორი;
- ნინო ორჯონიკიძე - არტეფაქტ პროდაქშენი;
- ვანო არსენიშვილი - არტეფაქტ პროდაქშენი;
- ოპიოდოკი;
- თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე;
- გოგი გვახარია - კინომცოდნე;
- ნანა ექვთიმიშვილი - რეჟისორი;
- Ბებე სესიტაშვილი - მსახიობი;
- Ნუცა ზანგურაშვილი- რეჟისორის ასისტენტი;
- Გიორგი წერეთელი - მსახიობი;
- Ხათუნა გოგუა - წარმოების მენეჯერი;
- მარიამ ჭაჭია-რეჟისორი;
- Თამრი ოხიკიანი - მხატვარი;
- ნესტან ნენე კვინიკაძე - სცენარისტი;
- Ლევან გელბახიანი - მსახიობი;
- ნიკოლოზ ბეჟანიშვილი -რეჟისორი;
- ნიკა წიკლაური - რეჟისორი;
- Ნინუცა გაბისონია - მსახიობი;
- Ბაჩი ვალიშვილი - მსახიობი;
- Თინათინ კვინიკაძე- კოსტიუმების მხატვარი;
- Ნინო ჩიჩუა-1991 ფროდაქშენს;
- ალექსანდრე კობერიძე - რეჟისორი;
- Ელენე ნავერიანი - რეჟისორი;
- Ნინო ჯინჭარაძე- პროდიუსერი Takes Film;
- Ქეთი დანელია - პროდიუსრი Takes Film;
- Ნათია ნიკოლეიშვილი-პროდიუსერი, რეჟისორი;
- ნინო გოგუა - რეჟისორი;
- ელენე ფასური - რეჟისორი;
- გიორგი გეთიაშვილი - კინომცოდნე;
- ჟანა სარდლიშვილი - პროდიუსერი;
- ნინია კაკაბაძე - კინომცოდნე;
- ირინა გელაშვილი - პროდიუსერი;
- ეკა მაღალაშვილი - მხატვარი;
- სოსო ხვედელიძე - მსახიობი;
- ნონა გიუნაშვილი - რეჟისორი;
- ხვიჩა ემირიძე - რეჟისორი;
- თინათინ ემირიძე - რეჟისორი;
- მარადია ცაავა - რეჟისორი;
- შორენა თევზაძე - რეჟისორი;
- ეკა წოწორია - რეჟისორი, მემონტაჟე;
- დავით გაბუნია - სცენარისტი, მწერალი;
- თამთა ხალვაში - ანთროპოლოგი;
- გურამი ღონღაძე - ფესტივალის პროგრამერი, რეჟისორი;
- გოგა დევდარიანი - ოპერატორი;
- Პაპუნა მოსიძე - რეჟსიორი;
- გიორგი შველიძე - ოპერატორი;
- Მარი გულბიანი-რეჟისორი;
- ეკა წოწორია - რეჟისორი, მემონტაჟე;
- Სოფო ბენდიაშვილი - პროდიუსერი, ენკენი ფილმს;
- Ბაჩო მებურიშვილი - პროდიუსერი, ენკენი ფილმს;
- ნინი შველიძე - კინომცოდნე;
- ანა დავითაშვილი - ჟურნალისტი;
- ანანო ბაკურაძე - ჟურნალისტი;
- ქეთი მაჭავარიანი - რეჟისორი, პროდიუსერი;
- ბასა ხარაზი - მსახიობი;
- Გიორგი ჯავახიშვილი-კინო მკვლევარი;
- Ნინო ჩიმაკაძე- კინოჟურნალისტი;
- Კეკო ჭელიძე- რეჟისორი;
- ნატალია ჯუღელი - მსახიობი;
- ქეთო ყიფიანი - საქდოკ ფილმი;
- ანა ბარჯაძე - რეჟისორი;
- ბესო სოლომონაშვილი - რეჟისორი;
- თორნიკე ბზიავა - რეჟისორი;
- ქეთი ასათიანი - მსახიობი;
- უტა ბერია - რეჟისორი, სცენარისტი;
- თამარ მშვენიერაძე - რეჟისორი/ჟურნალისტი;
- ირინა გიუნაშვილი - მსახიობი;
- Ლელა ოჩიაური -კინომცოდნე;
- ლიკა გლურჯიძე - კინომცოდნე;
- ნინო კირთაძე - რეჟისორი;
- Ნატო გაბუნია- რეჟისორი, სცენარისტი;
- Გრიგოლ ჯანაშია- რეჟისორი, სცენარისტი;
- Ნინო ძანძავა-კინომცოდნე;
- Ანუკა კალანდარიშვილი-კინომხატვარი;
- Ნოდარ ნოზაძე - მემონტაჟე, პროდიუსერი;
- სალომე ლაცაბიძე - რეჟისორი;
- ნატა სოფრომაძე - ფოტოგრაფი;
- თეონა მესტუმრე - რეჟისორი;
- ნანა ზურაბიშვილი - პროდიუსერი;
- ალექს ჩიღვინაძე - სცენარისტი, მწერალი;
- ელენე მიქაბერიძე - რეჟისორი;
- Ლევან შუბაშვილი- რეჟისორი;
- სოფო ჩხაიძე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი;
- დავით გურგენიძე - კინომცოდნე;
- გიორგი ვარსიმაშვილი - რეჟისორი;
- ალექსანდრე ხარანაული - სცენარისტი;
- გიორგი ბოჭორიშვილი - მსახიობი;
- ანა კოტრიკაძე - კინომცოდნე;
- გიორგი კვაჭაძე - პროდიუსერი;
- სანდრო ნავერიანი - სცენარისტი;
- Დათო ცინცაძე- პროდიუსერი, ზაზაფილმს;
- ანა ურუშაძე - რეჟისორი;
- გიორგი მუხაძე - რეჟისორი, პროდიუსერი;
- სალომე ჭულუხაძე - მსახიობი;
- Ლელი მიმინოშვილი - ქასთინგის რეჟისორი;
- Ქეთევან ნადიბაიძე - მხატვარი;
- Ნინო ინჯია - კოსტიუმების მხატვარი;
- კატო კალატოზიშვილი - მსახიობი;
- Ანა ხაზარაძე - პროდიუსერი 1991 ფროდაქშენს;
- არჩილ ქიქოძე - მსახიობი, მწერალი;
- Ანა კვიჭიძე- რეჟისორი;
- ბასტი მგალობლიშვილი - კინომცოდნე;
- თამარ თვარაძე - პროდიუსერი;
- თეკლა ასლანიშვილი - რეჟისორი;
- პაატა ინაური - მსახიობი;
- ნიკოლოზ თაბუკაშვილი - ოპერატორი;
- Თინა ბაბაკიშვილი - მმართველი მენეჯერი - Postred;
- Ბესო კაჭარავა - ხმის დიზაინერი - Postred;
- Ანა ჭყონია- თბილისის კინოფესტივალის თანამშრომელი;
- ვაჟიკო ჩაჩხიანი - რეჟისორი, არტისტი;
- გიორგი შარვაშიძე - მსახიობი;
- ნუცი მალაშხია - პროდიუსერი;
- Მაკა კუკულავა - სცენარისტი;
- გიორგი ჩალაური - რეჟისორი;
- ბაქარ ჩერქეზიშვილი - რეჟისორი;
- სალომე ბუკია - ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი;
- თეა ვაწაძე - რეჟისორი;
- Იოსებ Სოსო ბლიაძე-რეჟისორი;
- ალექსანდრე იაკობაშვილი - ოპერატორი;
- მაია მესტუმრე - ხელოვნებათმცოდნე;
- ნიკა ფასური - კომპოზიტორი;
- ანა ჩუბინიძე - ანიმაციის რეჟისორი.