ჩინეთში კატასტროფა განიცადა სამგზავრო "ბოინგმა"

ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის თვითმფრინავები.

ჩინეთის სამხრეთში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, „ბოინგ 737“-მა, რომელიც შიდა რეისს ასრულებდა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინასწარი ინფორმაციით, ავიალაინერში, რომელიც კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა, 133 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მთიან რაიონში ჩამოვარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.