თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ქალაქთან შემოერთებული სოფლების ქუჩებისა და ჩიხების თოვლისგან გაწმენდა. მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაოებს ხელს უშლის უხვი ნალექი და ქუჩებში გაჩერებული მანქანები.
"პრობლემები შეიქმნა შემოერთებული სოფლების ქუჩებზე, ძირითადად ეს იყო მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები... გარკვეული პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისას, თუმცა ვცდილობდით ცენტრალური გზები ყველგან გაწმენდილი ყოფილიყო...
ვმუშაობთ იმისთვის, რომ არცერთი ქუჩა, ჩიხი არ დავტოვოთ, ყველა იყოს მოწესრიგებული. თუმცა აქაც თუ იქნება მხარდაჭერა და დახმარება, ძალიან მადლობლები ვიქნებით - საკუთარი სახლის წინ ადამიანმა რომ გაწმინდოს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენთვის დახმარება იქნება", - თქვა თბილისის მერმა.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისთან შემოერთებულ 10-მდე სოფელში, მათ შორის წყნეთში, ტაბახმელაში, კიკეთში, კოჯორში, 750-მდე შიდა ქუჩა და ჩიხია.
თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა გადაადგილების პრობლემები შექმნა დედაქალაქთან შემოერთებულ დასახლებებში.