ჩვენი სახელოვანი მუშკეტერი იური ოსიპოვი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა 85 წელი და საფარიკაო აკადემია „ბასას“ გამგეობის თავმჯდომარე, ვეტერანი მოფარიკავე დავით სახვაძე გაიხსენებენ ხმლით ფარიკაობისათვის პრიორიტეტის მინიჭების მნიშვნელოვან ფაქტს, რომლის შედეგად ფარიკაობას ისევ გამოუჩნდა „ვარსკვლავი“ - სანდრო ბაზაძის სახით, და საერთოდ - ხმლით მოფარიკავენიც დაწინაურდნენ.
სპორტული მიმოხილვა: იუბილარის ნაკვალევზე
Your browser doesn’t support HTML5
პროგრამა დაიწყება ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტით, სადაც საუბარია მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობის ნიუანსებზე; მიმოვიხილავთ ეროვნული ლიგის, აგრეთვე 17 და 19 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩებს; შემდეგ კი ვისაუბრებთ ფარიკაობაზე.