ავტომანქანის ევაკუაციის და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასური 150 ლარი ხდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური ორმაგდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარი ხდება, ხოლო სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

აქამდე ევაკუაციის და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ფასი 60 ლარი იყო, სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარს შეადგენდა.