რუსთავში, გარდაბანსა და ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა - იწყება ხმის დათვლა

რუსთავში, გარდაბანსა და ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები 8:00 საათზე დაიხურა და იწყება ხმის დათვლის პროცესი.

ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნებით საკრებულოს წევრი უნდა აირჩიონ, მარნეულსა და რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატი.

ცესკოს მონაცემებით, დღის 5 საათისთვის, არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ასეთი იყო:

  • ბათუმი - 40,7%
  • რუსთავი და მარნეული - 22,8%

ბათუმის საარჩევნო ოლქებში ხმის მიცემის პროცესი საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული წესით ხორციელდებოდა.

ასევე ნახეთ სამართლიანი არჩევნები ბათუმში მიმდინარე კენჭისყრის პროცესზე: „შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება“