წინასწარი შედეგებით, ვიქტორ ორბანის პარტიამ მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ექვსი პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ ჯგუფს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საპარამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გმოქვეყნების შემდეგ, 3 აპრილი, 2022 წელი.

უნგრეთში 3 აპრილს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მმართველმა პარტიამ, "ფიდესმა", მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ექვსი პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ ჯგუფს, იტყობინება ქვეყნის საარჩევნო კომისია 3 აპრილის საღამოს.

კომისიამ განაცხადა, რომ ხმების 36,3 პროცენტის დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ "ფიდესმა" საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური პარტიული სიის ხმების 58 პროცენტი მიიღო, ოპოზიციური ალიანსის 30,4 პროცენტის წინააღმდეგ.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად შეიძლება განაწილდეს: ფიდეს-KDNP - 134 ადგილი, "ერთიანი უნგრეთისთვის" - 57 ადგილი, და "ჩვენი სახლი" - 8 ადგილი.

კენჭისყრამდე, ამომრჩევლებს შორის გამოკითხვამ "ფიდესს" და მის პარტნიორებს მცირე უპირატესობა მიანიჭა ექვსი ოპოზიციურ პარტიისგან შემდგარ ჯგუფთან შედარებით. მაგრამ, როგორც ამბობენ, ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული წინასაარჩევნო კამპანიის უკანასკნელ დღეებში.

დაძაბულმა კონკურენციამ შეშფოთება წარმოშვა იმის თაობაზე, რომ კენჭისყრა არ იქნებოდა სამართლიანი.

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ნაბიჯით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთო) ორგანიზაციამ კენჭისყრის სრული მონიტორინგის მისია განათავსა არჩევნების შესაძლო გაყალბების და სახელმწიფო რესურსების გამოყენების ფონზე, მმართველი პარტიისთვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭების მიზნით.

ამასობაში, შიდა პრობლემები უმეტესწილად გვერდზე გადაიდო კამპანიის მსვლელობისას, რომელშიც დომინირებდა ომის თემა უკრაინაში, რომელიც უნგრეთს ესაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ ორბანმა, ზოგადად, მხარი დაუჭირა უკრაინას, მან, ამასთანავე, უარი თქვა მეზობლისთვის ნატოს იარაღის მიწოდებაზე და განაცხადა, რომ უნგრეთი ომში განზე უნდა იდგეს.