საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 24 153 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 376 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 234.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
6 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური -1.56%;
- ბოლო 7 დღის - 1.98%;
- ბოლო 14 დღის - 2.43%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 650 384 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 765 ადამიანი.