ირაკლი ოქრუაშვილი წერს, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ხუთი

ირაკლი ოქრუაშვილი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია მათი ვინაობა თუმცა ფაქტს ადასტურებენ ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუკზე წერს, რომ დაჭრილია კიდევ 5 ქართველი მებრძოლი.

"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა", - წერს ის.

24 თებერვლის შემდეგ დღემდე, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკვე 4 ქართველი შეეწირა. ჯერაც ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.