ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში „ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება“, - ამის თაობაზე თავის ტელეგრამის არხზე დაწერა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა მანამდეც უარყოფითად შეაფასეს, მაგრამ მედვედევმა პირველად დაასახელა მოსკოვის შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები.
მისი სიტყვებით, „რუსეთს ოფიციალურად დარეგისტრირებული მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება და მოუწევს მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახმელეთო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განლაგება, არსებითად გაზარდოს სამხედრო-საზღვაო ძალები ფინეთის ყურის აკვატორიაში“. ამ კონტექსტში მედვედევი ბირთვულ შეიარაღებასაც ახსენებს: „დღევანდლამდე რუსეთს მსგავსი ზომები არ მიუღია და არც აპირებდა მათ მიღებას“, - წერს ის.
ამასთან, მედვედევის თქმით, რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავა არ აქვს, ამიტომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას რუსეთი სხვაგვარად მოეკიდება, ვიდრე უკრაინის ჰიპოთეზურ გაწევრიანებას, რაც 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა.
ასევე ნახეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთი და შვედეთი ნატოში შესვლას უკვე ზაფხულში გეგმავენშვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების საკითხს აქტიურად განიხილავენ. ნეიტრალური სტატუსის მქონე ამ ქვეყნების დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა, მაგრამ მოელიან, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს ზაფხულის ბოლომდე გააკეთებენ.
საბჭოთა კავშირმა ფინეთის ტერიტორიის ნაწილი 1939-1940 წლებში მიმდინარე ომში გამარჯვების შემდეგ მიიერთა. ფინეთმა ამ ტერიტორიების დაკარგვა 1947 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით აღიარა და არ აპირებს ხელშეკრულების გადახედვას.
ასევე ნახეთ „თუ ნატოში შევალთ, თბილისსა და კიევსაც მხარს დავუჭერთ“ - ფინეთის პარლამენტის დეპუტატი მიკო კარნაფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან ერთად, რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი გაიზრდება ათას კილომეტრზე მეტით.