NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი, 20 აპრილს მოხსენებით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე.
აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.
ჯეიმს აპატურაი უკვე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან. პარლამენტის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე შეხვდება ელჩებს.
ჯეიმს აპატურაი 2010-2019 წლებში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.