უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში ჩამოვარდა სატრანსპორტო თვითმფრინავი

ფოტო არქივიდან: უკრაინის არმიის სატრანსპორტო თვითმფრინავი АН-26

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ვოლიანსკის რაიონში ჩამოვარდა სატრანსპორტო თვითმფრინავი АН-26, რომელიც ტექნიკურ რეისს ასრულებდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია.

მისი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, გარემოებებს ადგენენ და დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვარდა თუ არა სატრანსპორტო თვითმფრინავი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების რაიონში. АН-26 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.