საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება.
ზურაბიშვილი მეორე ვადით არჩეულ მაკრონს მიმართავს, რომ მასთან ერთად მოიგეს საფრანგეთმა და ევროპამ. საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მოიგეს ქართველებმა და უკრაინელებმაც, რადგან მათ სჭირდებათ ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას და გათელვას რუსეთი ვერ შეძლებს.
Félicitations @EmmanuelMacron avec vous c’est la France qui a gagné! c’est l’Europe qui gagne! et nous gagnons, nous géorgiens, ukrainiens qui avons besoin d’une Europe forte, digne que la Russie soit obligée de respecter et ne puisse acheter ou écraser!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 24, 2022
საფრანგეთში 24 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლიბერალმა ემანუელ მაკრონმა ხმების 58%-ით დაამარცხა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ხმების 41% მიიღო. მაკრონმა ლე პენი მეორე ტურში დაამარცხა წინა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტად ზედიზედ მეორე ვადით აირჩიეს.