მაისის არდადეგებზე რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობის გარეშე დარჩნენ: ან ქვეყანა არის მიუწვდომელი, ან საგზური ღირს ძვირი. სანაცვლოდ რეკორდული რაოდენობით დაიჯავშნა სამამულო კურორტები.
ნატალია, ტურისტი ომსკიდან, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დიდი ხანი ოცნებობდა, მაგრამ...
„რუსეთს არასდროს გავცდენილვართ. ზამთარში გვინდოდა ესპანეთში ან საბერძნეთში წავსულიყავით. ომი დაიწყო და ახლა ეს უკვე დიდი პრობლემაა ფულის, ლოგისტიკის, უსაფრთხოების კუთხით. ძალიან დავღონდით, მაგრამ ჩვენი გეგმები არაფერია იმ საშინელ კატასტროფასთან შედარებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება. თან რაღაც არაბუნებრივია მოგზაურობა მაშინ, როცა ხალხი იხოცება, მშვიდობიანი უკრაინული ქალაქები იბომბება, როცა ჩვენი ქვეყანა ათობით მილიონი ადამიანის ტრაგედიის მიზეზი გახდა... არ ვიდარდებ, რომ უცხოეთი ჩვენთვის მიუწვდომელი გახდა. მთავარია, უკრაინაში მალე ჩამოვარდეს მშვიდობა. მაისის არდადეგებზე გეგმაში გვაქვს ტიუმენში წავიდეთ, რომ ბავშვებმა რაღაც ახალი შთაბეჭდილება მიიღონ“.
ომსკელი ოლგა სტარიხი არდადეგების გატარებას ყირიმის ეკოსასტუმროში გეგმავს.
„არ მეშინია ყირიმში წასვლის, თუმცა ახლობლები ნერვიულობენ. შვილი მეუბნება, სად მიდიხარ, ომია იქო. ჩვენ კოსტროპოლში ვიქნებით, ის სიმფეროპოლისგან, ვასტოპოლისა და იალტისგან შორსაა. არა მგონია, იქ ვინმე ტერორისტული აქტის მოსაწყობად მოვიდეს. თვითმფრინავები მოსკოვიდან ყირიმში არ დაფრინავს, ამიტომ რთული მხოლოდ გემის ბილეთის შოვნა იყო. ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დატაცებული“.
დოლარები გაგვითავდა, ვერც ელექტრონულ დაზღვევას ვიხდიდით, ვერც ვიზას, ჩვენს ბარათებს აღარ იღებდნენ. ამას ჩვენი მეგობრები აკეთებდნენ ყაზახეთიდან. ძალიან გამოგვადგა ნაღდი ფული, სხვა შემთხვევაში საჭმელსაც ვერ ვიყიდდით.
მარია ნოვოკუზნეცკიდან ოცნებობდა, ეგვიპტეში დაესვენა, მაგრამ ახლა მხოლოდ მეგობრებთან ერთად თუ გავა ბუნებაში მწვადის შესაწვავად.
„უცხოეთში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ვიეტნამში. ამჯერად გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის საჩუქარი მიმერთმია და ტური დავჯავშნე. ინტერნეტში სამი მეგზური ვიპოვე, თებერვლის შუა რიცხვებში ბეც შევიტანეთ, მაგრამ მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რეისი გაუქმებულია. კიდევ კარგი, ფული მაინც დაგვიბრუნეს. სხვა ვარიანტების მოძებნა მინდოდა, მაგრამ ამასობაში ფასები ძალიან გაიზარდა. ახლა მეც და ჩემი მეგობრებიც არდადეგებს სახლში გავატარებთ. ხელმისაწვდომ სიამოვნებად ძველებურად ბუნება და მწვადი რჩება“.
სოჭი, რუსეთი, 2021 წელი
ხმისა და მეტყველების სასწავლო კურსის ავტორ მარია კონდრატოვიჩის გეგმა შრი-ლანკაში წასვლა იყო. ეს კუნძული განსაკუთრებით რუსებსა და უკრაინელებს შორის არის პოპულარული.
„მსგავს ტურებზე ხალხი პერიოდულად დამყავს, თან ვასწავლი, თან ვმოგზაურობთ. წლის დასაწყისში შრი-ლანკის ტური დავაანონსეთ. ომი რომ დაიწყო, დოლარის კურსმა აიწია, ბარათები დაბლოკეს, ჩვენი რეისი კი გააუქმეს. ვთქვი, ახლა არსად წასვლა არ ღირს-მეთქი, მაგრამ მარწმუნებდნენ, სხვა რეისით გავფრინდეთო. ბოლოს შრი-ლანკამ პირდაპირი რეისი დაუშვა. მაგრამ უკვე იქ, ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა შეწყვიტა და ჩვენი უკანა რეისიც გაუქმდა. რაღაც დროის მერე დოლარები გაგვითავდა, ვერც ელექტრონულ დაზღვევას ვიხდიდით, ვერც ვიზას, ჩვენს ბარათებს აღარ იღებდნენ. ამას ჩვენი მეგობრები აკეთებდნენ ყაზახეთიდან. ძალიან გამოგვადგა ნაღდი ფული, სხვა შემთხვევაში საჭმელსაც ვერ ვიყიდდით.
შრი-ლანკაში რუსებს და უკრაინელებს ძალიან კარგად ექცევიან. ძირითადად ისინი არიან იქ ტურისტები. ძალიან დარდობენ, რომ ორივეს დაკარგავენ, რადგან ვერც ჩასვლას შეძლებენ და ვერც ერთმანეთის გვერდით დასვენებას.
დამაკავშირებელი რეისებით შეიძლება ყველგან ჩაფრინდე, მაგრამ ტურების ფასები გაიზარდა. 24 თებერვლამდე თურქეთში ყველაზე იაფი ტური ორ კაცზე 70 ათასი რუბლი ღირდა, ახლა 100-ზე მეტი ღირს. ასევე პრობლემაა დანამატები. Azur Air-ისა და Royal Flight-ის ტურისტებს ჩარტერული რეისებიდან სხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე სვამენ, რის გამოც მათ კაცზე 200-250 ევროს დამატება უწევთ“.
ბაიკალის ტბა, 2011 წელი
კემეროვოს ტურისტული კომპანია „დომ ექსპრესის“ წარმომადგენელი ოლგა ოსიპოვა ამბობს, რომ ახლა ბევრმა დაუკვეთა შემეცნებითი ტური სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში და კალინინგრადში.
„მარტში ბაზარი მკვდარი იყო, მაგრამ აპრილში უკვე გამოცოცხლდა. ახლა რუსეთის მოქალაქეებიდან ბევრი უზბეკეთსა და სომხეთში მიდის - სადაც ვიზა არ სჭირდებათ - რომ იქ სავალუტო ბარათი გახსნან. თუმცა „საბარათე ტურიზმი“ მასობრივი არ არის, უფრო ექსკლუზიური პროდუქტია“.
ხაბაროვსკის ტურისტული კომპანიის დირექტორი სვეტლანა განჩინა ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, კლიენტების 40 პროცენტი რუსეთში მოგზაურობას სახლში დასვენებას არჩევს.
„ადრე უცხოეთში წასვლა უფრო იაფი იყო, ვიდრე რუსეთში დასვენება. მაგრამ ახლა ბევრი ბაზის მეპატრონემ ფასები 20-30 პროცენტით გაზარდა“.
2022 წელს „როსტურიზმმა“ შიდა ტურიზმის გასავითარებლად ახალი საგრანტო პროგრამები წამოიწყო. პროგრამების ღირებულება 3,5 მილიარდი რუბლია. შერჩეულთა შორის არის პროექტები ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდან. ხოლო ერთ-ერთი პროექტი, რომელმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, მომხმარებელს ბაიკალზე ვირტუალურ მოგზაურობას სთავაზობს.