„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო

რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშება „შავი ლომის“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა, რომელიც ამ ტურნირის წინ შეიქმნა, გადამწყვეტ მატჩში - ლისაბონში გამართულ ფინალში, ამავე ქალაქის კლუბს „ლუზიტანუშს“ მოუგო, ანგარიშით 17:14.

ქართველთაგან ლელოები ლუკა ივანიშვილმა და თენგიზ პერანიძემ გაიტანეს. გიორგი ბაბუნაშვილმა კი ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მანვე, ერთი საჯარიმოც მიითვალა.