გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის ადგილი ჩეხეთმა დაიკავა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობის უფლებების შეჩერების შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის ადგილის ჩეხეთის მიერ დაკავების შესახებ. ინიციატივას მიემხრო 157 სახელმწიფო. დადებითი გადაწყვეტილებისთვის 97 ხმა იყო საკმარისი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კმაყოფილება გამოხატა ჩეხეთის საბჭოში შეყვანის გამო. 12 მაისს საბჭო აპირებს საგანგებო სესიაზე უკრაინის ვითარება განიხილოს.

ჩეხეთი საბჭოში აირჩიეს 2023 წლის 31დეკემბრამდე. რუსეთს საბჭოში წევრობის უფლებები შეუჩერეს 7 აპრილს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეზოლუციის მიღების თანახმად.

გაეროს მიხედვით, რუსეთი საბჭოში ადგილს ინარჩუნებს, არ აქვს მხოლოდ ხმის და გამოსვლის უფლება.