Siemens-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

ფოტო არქივიდან: Siemens-ის მიერ რუსეთის რკინიგზისთვის დამზადებული მატარებელი

მსოფლიო მრეწველობის ერთ-ერთმა გიგანტმა, გერმანულმა კონცერნმა Siemens-მა დღეს, 12 მაისს გამოაცხადა, რომ სრულად ტოვებს რუსეთის ბაზარს. კონცერნის თანახმად, უერთდება მსოფლიო თანამეგობრობას და უკრაინაში ომის გამო რუსული ბაზრიდან მიდის.

Siemens-ის მოკლე, ოფიციალური განცხადების მიხედვით, ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, სანამ აფასებდა სიტუაციას რუსეთში 3 ათასი თანამშრომლის დაცვის უზრუნველსაყოფად.

გერმანული კონცერნი რუსეთში წარმოდგენილი იყო ორი კომპანიით - Siemens-ი და Siemens Energy, რომელიც რუსეთისთვის ენერგოდანადგარების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი იყო. გარდა ამისა, კონცერნის და რუსული კომპანიების ერთობლივი საწარმოები უშვებდნენ ელექტრომატარებლებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთის ბაზარი არაერთმა მსხვილმა კომპანიამ დატოვა.