15 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილის ანგარიშში ირწმუნება, რომ რუსულმა ავიაციამ გაანადგურა C-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი უკრაინული გამშვები მოწყობილობა და სუმის ოლქში განლაგებული სარადარო პუნქტი.
„ღამის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა გაანადგურეს 2 სამეთაურო პუნქტი, ასეულთა 11 საყრდენი პუნქტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის ოთხი საცავი ზაპოროჟიეს, პარასკოვიევკის, კონსტანტინოვკისა და ნოვომიხაილოვკის რაიონებში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 165 თვითმფრინავი;
- 125 ვერტმფრენი;
- 879 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 306 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
- 3 098 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
- 381 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა;
- 1 525 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
- 2 934 სპეციალური სამხედრო მანქანა.
რუსეთს თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ.