ზელენსკის სურს ომის მდგომარეობა 90 დღით გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 18 მაისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში გამოაცხადა, რომ აპირებს ომის მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის სამი თვით გაგრძელებას.

მისი თქმით, საჭიროა, რომ არმიას ყველა სამართლებრივი საშუალება ხელთ ჰქონდეს, რათა იმოქმედოს.

კანონმდებლების მიერ დამტკიცების შემდეგ ომის მდგომარეობა 23 აგვისტომდე გაგრძელდება. ერთი დღის შემდეგ, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ზელენსკიმ ომის მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის არმიის შეჭრის დღესვე, 24 თებერვალს და შემდეგ, ორჯერ, 30-30 დღით გააგრძელა მისი მოქმედება. საყოველთაო მობილიზაცია თავიდანვე 90 დღით გამოცხადდა.