საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13,3% შეადგინა

2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა:

  • სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 22%-ით;
  • ტრანსპორტზე - 20%-ით;
  • საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და აირზე - 16,1%-ით.

20 პროდუქტი, რომელიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კომბოსტო - 297%;
  • კიტრი - 110%;
  • ყურძენი - 72%;
  • ქლიავი - 70%;
  • კარტოფილი - 67%;
  • მარგარინი - 58%;
  • სიმინდის ფქვილი - 56%;
  • ბადრიჯანი - 53%;
  • დიზელის საწვავი - 49%;
  • წიწაკა - 48%;
  • პომიდორი - 40%;
  • შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39%;
  • წიწიბურა - 38%;
  • საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა - 37%;
  • ელექტროყავადანი - 36%;
  • ხორბლის პური - 35%;
  • ბენზინი - 33%;
  • ხორბლის ფქვილი - 32%;
  • შეშა - 31%;
  • ქალის ზამთრის პალტო - 31%.

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის მარტის შემდეგ ქვეყანაში საშუალო ინფლაციის დონე მუდმივად მზარდია. თუკი, გასული წლის მარტში საშუალო ინფლაციის დონე 4,8 პროცენტი იყო, ახლა 12,7 პროცენტს მიუახლოვდა.

2021 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7.7% იყო.