ფოტო: "როგორც საშინელებათა ფილმში" - დრუჟკივკა რუსული დაბომბვის შემდეგ

მოხუცი ქალი ზის რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლების წინ. დრუჟკივკა, 2022 წლის 5 ივნისი.

მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედროები იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი ქალაქის, სევეროდონეცკის კონტროლისთვის, რუსული ძალები აგრძელებენ რეგიონის დაბომბვას.

სევეროდონეცკის დასავლეთით მდებარე დრუჟკივკის მცხოვრებლებს 5 ივნისს აფეთქებებისა და მინების მსხვრევის ხმაზე გაეღვიძათ. ბევრი სახლი დაინგრა. ერთი ადამიანი დაიღუპა. ქალაქი დრუჟკივკა მდებარეობს სლავიანსკიდან სამხრეთით, 32 კილომეტრში, სადაც რუსული არმია მიიწევს დონბასის დასაპყრობად.

რუსული რაკეტით წარმოქმნილი უზარმაზარი ღრმული დრუჟკივკის ტერიტორიაზე.

მეზობელი ეხმარება ოლენი გოლოვკოს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმას თავის სახლში.

კაცი წევს დივანზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამონგრეულ სახლში.

ხალხი ცდილობს, რუსული დაბომბვის დროს განადგურებას გადარჩენილი ნივთების შეგროვებას.

ძაღლი დაბომბილი სახლის ნანგრევებში იმალება.

ადამიანები, რომელთა სახლები რუსეთის არმიამ 5 ივნისს დრუჟკივკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად გაანადგურა. ერთი ქალი ემსხვერპლა დაბომბვას.

ხატები ნანგრევებში. „ეს საშინელებათა ფილმს ჰგავდა“ - თქვა ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

უკრაინელი სამხედროები ჯავშანმანქანაზე დგანან დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზთან.

დაჭრილების ევაკუაცია. დონეცკის რეგიონი.

საფლავის ქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით. დონეცკის რეგიონის ერთ-ერთი საგუშაგო. 2022 წლის 5 ივნისი.

ინტენსიური ბრძოლა გაგრძელდა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში. ყველაზე მძიმე შეტაკებები კვლავ აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო მიმდინარეობს. უკრაინის ძალები ამჟამად ქალაქის დაახლოებით ერთ მესამედს აკონტროლებენ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ბრძოლაში რთავს ბევრ სამხედროს და დიდძალ შეიარაღებას.