სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ ჩუმლაყს, სადაც ატმის ბაღების ნაწილი დაისეტყვა. ფერმერების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მოსავლის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია და ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ, 16 ივნისს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.