ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა „გოლდენ სტეიტთან“ ერთად

ზაზა ფაჩულია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ყოფილმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა ცენტრმა წინა შემთხვევებში გამარჯვებას კალათბურთელის რანგში მიაღწია, ამჯერად კი კლუბში საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციათა კონსულტანტია.

2+1 - ასეთი მინაწერი დაურთო ფაჩულიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც საჩემპიონო თასით ხელში ზეიმობს თავისი გუნდის გამარჯვებას.

„გოლდენ სტეიტმა“ დღეს დილით საკუთარ მოედანზე ანგარიშით 103:90 მოუგო „ბოსტონს“, ფინალურ სერიაში ანგარიში 4:2 გახადა და მეშვიდედ გახდა NBA-ის ჩემპიონი.