კიევში პატივი მიაგეს "ევრომაიდნის" ცნობილ აქტივისტს, რომელიც იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა

წმ. მიხეილის მონასტერი კიევში.

კიევში 18 ივნისს ასობით ადამიანი შეიკრიბა წმ. მიხეილის მონასტერთან. მათ პატივი მიაგეს აქტივისტ რომან რატუშნის ხსოვნას, რომელიც ცნობილი გახდა 2014 წლის პროდასავლური რევოლუციის დროს. 24 წლის რატუშნი 9 ივნისს დაიღუპა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში ქალაქ იზიუმთან, რომელიც სევეროდონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით 115 კილომეტრზე მდებარეობს.

რატუშნი უკრაინის არმიას შეუერთდა 24 თებერვალს რუსეთის ჯარების ინტერვენციის შემდეგ პირველივე დღეებში.

2014 წელს აქტივისტი მონაწილეობდა კიევში, მაიდნის საპროტესტო გამოსვლებში, რის შედეგადაც ჩამოაგდეს პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ამ მოვლენების შემდეგ უკრაინა უფრო მეტად დაუახლოვდა დასავლეთს.