თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამგორის რაიონის გამგებლის გინება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ამ საკითხის კომენტირებისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამგებელმა "პირად სივრცეში, რაც უნდა ის გააკეთოს".
"მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში, ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა", - თქვა კახა კალაძემ.
სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ფეისბუკპოსტის "სქრინი", რომლის მიხედვითაც, ის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს აგინებს.
ასევე ნახეთ მედია ავრცელებს სამგორის გამგებლის გინების პოსტს 20 ივნისის აქციის მონაწილეებზე"მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ", - წერია კახა სამხარაძის სახელით გავრცელებულ პოსტში.
ეს პოსტი მის ფეისბუკგვერდზე აღარ იძებნება.
გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.
აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
კალაძის კომენტარი 20 ივნისს კალაძის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა: "ხალხი ყველაფერს ხედავს, ხვდება"დღეს კი, პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ.
დავითულიანის კომენტარი 21 ივნისს დავითულიანი: ორგანიზატორები ენმ-სთან აფილირებული იყვნენ, თუმცა აქცია - აპოლიტიკური