საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთის ნაკრები

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი მეათე ადგილით აღნიშნა. სერბი სპეციალისტის - დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში გამართულ უპრესტიჟულეს სანაკრებო შეჯიბრებაზე, დასკვნით შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს იყო მატჩი მეცხრე ადგილისთვის და ქართველი წყალბურთელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ, ანგარიშით 15:16.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიასთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა ხუთი თამაში ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე მოუგო ბრაზილიას (14:10) და წააგო მონტენეგროსთან (9:10) და უნგრეთთან (14:18). მერვედფინალში დამარცხდა ხორვატიასთან (7:13). შემდეგ კი, აჯობა სამხრეთ აფრიკას (20:7).