რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ, თუმცა არ დააზუსტა, რა მოხდა.
გლადკოვის თქმით, ბელგოროდში ნაწილობრივ დაინგრა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი, მთლიანად განადგურდა 5 კერძო სახლი. 3 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გლადკოვის თანახმად, დაშავებულთა შორის არიან მძიმედ დაჭრილი მამაკაცი და 10 წლის ბავშვი.
Белгород https://t.co/7zxott9Kd8 pic.twitter.com/477JnaxoK6
— IgorGirkin (@GirkinGirkin) July 3, 2022
მედია და თვითმხილველები ადრე იტყობინებოდნენ უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში აფეთქებების და საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვარაუდი როგორც საჰაერო თავდაცვის წვრთნების, ასევე უკრაინის ტერიტორიიდან საზღვართან მდებარე ქალაქის დაბომბვის შესახებ.